სიახლეები

თბილისში საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანა-ორგანიზებით, ასევე,   პოლონეთ-საქართველოს     სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის (Marshal Office of Lower Silesia) და ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს  (Lower Silesian Agency of Economic Cooperation) ორგანიზებით,  5 აპრილს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა საქართველო - პოლონეთის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიები ქონების და ტურიზმის, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან. 

ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში  პოლონური კომპანიები  საქართველოს საინვესტიციო გარემოს  და სექტორულ  პროექტებს გაეცნენ.  დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების და სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის  შედეგად ღონისძიებაში მონაწილეობა 10-მა პოლონურმა და 90-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. 

5.04.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი