სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისში მეწარმეებისთვის ტრენინგები გამართა

2018 წლის 11    ივნისს, DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  ქალაქ ქუთაისში   გაიმართა  ორი ტრეინინგი: "კომპანიისა და პროდუქტის მომზადება ექსპორტისათვის" და “ ციფრული ტექნოლოგიების განვითრება სოფლის მეურნეობაში.“ 

პირველ ტრეინინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: მარკეტინგული კვლევა, ბაზრის ტენდენციები, მომხმარებლის მოლოდინები; პროდუქტის ხარისხი და სტანდარტები; ოპტიმალური რეალიზაციის არხების შექმნა; საფასო სტრატეგია; საკუთარ წარმოებასა და  მცირე ფერმერებზე დამოკიდებული მოდელების გარჩევა; წარმოების/შესყიდვების დაგეგმვა ექსპორტისათვის; კომპანიის შედა სტრუქტურა და საკადრო რესურსები; წარმოება/გადამუშავება, შეფუთვა და ლოგისტიკა; შესაძლო პრობლემები, კრიზისები და მათი მართვის მეთოდები; ფინანსირების მოდელები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში არსებულმა 30-მდე  მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ და ფერმერმა. ტრენინგს უძღვებოდა კონსტანტინე ვეკუა - კომპანია ნერგეტას განვითარების დირექტორი.

მეორე ტრეინინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:  აპლიკაციები; GOOGLE ფორმების შედგენა; ლოკაციების მონიშვნა რუკებზე/ტექნიკური დოკუმენტების თარგმნა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში არსებულმა 20-მდე  მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ და ფერმერმა. ტრეინინგს უძღვებოდა ნინო კეშელავა, სს „ტრაქტორის“ გაყიდვების ოპერაციების ხელმძღვანელი. 

ტრეინინგები ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

12.06.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი