სიახლეები

„თურქმენქიმია“ აცხადებს საერთაშორისო ტენდერს

თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნი „თურქმენქიმია“ აცხადებს საერთაშორისო ტენდერს კონცენტრირებული ფოსფორიული სასუქების საწარმო კომპანიის დაპროექტება-მშენებლობაზე. 

ტენდერში მონაწილე საწარმო წლის განმავლობაში უნდა აწარმოებდეს 300,000 ტონამდე ფოსფორიულ სასუქს (შემადგენლობა: P2O5 – P2O5-39+1% და N 4%-მდე). გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სრულად დაფაროს საწარმოს მშენებლობის ხარჯები და კომპანიის ამუშავების შემდგომ მიღებული მოგებიდან ამოიღოს ჩადებული ინვესტიცია.  

ჩაბარების ვადა განსაზღვრული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებით. დამატებითი დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ განაცხადის შეტანის შემდეგ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
საკონტაქტო პირი: ნანა გურგენიძე
ტელეფონის ნომერი: 595121935
ელექტრონული ფოსტა: N.gurgenidze@gcci.ge

12.06.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი