სიახლეები

ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა ბაქოში

2017 წლის 23-25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქში  გაიმართება ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა.

ახალი, საერთაშორისო გამოფენის მიზანია გააცნოს  ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის მაღაზიათა მფლობელებს, ექსპერტებსა და მწარმოებლებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისა და დისტრიბუტორების მიერ შემოთავაზებული   ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელის ახალი კოლექციები „გაზაფხული-ზაფხული 2018“.

ღონისძიება ორგანიზებულია კომპანია “Shoes Star”-ის მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. 21 ქვეყნის 211-მა მსხვილმა მწარმოებელმა უკვე დაადასტურა თავისი მონაწილეობა. 

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ღონისძიების ორგანიზატორებს: 

ტელ: +994 50 764 91 63
ვებ-გვერდი:  www.shoesstar.ru
ან მოგვწეროთ:
ელ-ფოსტა: barnabishvili@gcci.ge


10.08.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5772
Eur
3.0282
GBP
3.4398
კონტაქტი