სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ირანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი  ირანი-საქართველოს ერთობლივი სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, თეირანის ვაჭრობის, მრეწველობის,  მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის საბჭოს წევრს სეიდე ფატმე მოგიმის შეხვდა.  სეიდე ფატმე მოგიმი  ირანის ბიზნეს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის  ალი რაბიის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მხარეებმა  პალატებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. ამ მიზნით ნინო ჩიქოვანმა ირანელ კოლეგასთან პალატის სერვისი „მოიძიე პარტნიორი“  განიხილა. მათ   სერვისის ირანულ მხარესთან ერთად ორმხრივად განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს.  ამ სერვისის გამოყენებით კომპანიები შეძლებენ მოიძიონ სანდო და რელევანტური პარტნიორი როგორც ირანში,  ისევე  საქართველოში.

აგრეთვე, შეხვედრაზე განხილული იყო თუ რა შესაძლებლობები  ექნებათ ირანულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს როგორც ევროკავშირთან,  ასევე  ყველა მეზობელ ქვეყანასთან. 

ირანის კოოპერაციის, შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც 10 ოქტომბერს საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი  და ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა  გაიმართა.  

11.10.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი