სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი ახალციხეში ტრენინგს გამართავს

2017 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხეში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოს ოფისში, (კეცხოველის N6) გაიმართება ტრენინგი თემაზე "ქიმიური საფრთხეები და უვნებელი სურსათის წარმოება". ღონისძიება  გაიმართება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის, სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი, მაია ბერუაშვილი გაუძღვება

ტრენინგი შეეხება პესტიციდების სწორი გამოყენებისა და პესტიციდების ზღვრულად დასაშვები რაოდენობით შემცველი პირველადი პროდუქტის (სურსათის) მოყვანის სწავლებას, პესტიციდების კატალოგის გამოყენებას, სასურველი პესტიციდის მოძიებასა და სწორად გამოყენებას, ასევე, პირადი უსაფრთხოების დაცვის წესებს მათი გამოყენებისას.

ტრენინგს დაესწრებიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარმოდგენილი  მცირე და საშუალო მეწარმეები.

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პროექტს - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებასა და მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას.

საკონტაქტო პირი მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში: i.sulaberidze@gcci.ge

11.10.2017
   

ვალუტის კურსი

USD
2.5772
Eur
3.0282
GBP
3.4398
კონტაქტი