სიახლეები

პალატის სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში ქალაქ გუანჯოუს მერს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში, ბექა მიქაბერიძე ქალაქ გუანჯოუს მერს  ვანგ ხუანგ ცინს შეხვდა. მთავარი თემები საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, ჩინეთ–საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება, ორ ქვეყანას შორის იმპორტ-ექსპორტისა და ტურიზმის სფეროები იყო. შეხვედრა  კონფერენცია ‘’The New Pattern for High-Level Open Economy”-ის ფარგლებში შედგა, რომელიც  ქალაქ გუანჯოუს მერის, ამავე ქალაქის იუესიუ–ს რაიონის გამგებლის, ქალაქის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და ადგილობრივი მთავრობის სხვა ოფიციალური პირების ეგიდით ჩატარდა.

ბექა მიქაბერიძე აღნიშნულ კონფერენციაზე საპატიო პრეზენტატორის რანგში იყო წარმოდგენილი. სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ,,ერთი სარტყელი -ერთი გზა - ბიზნეს სახლის“ დამფუძნებლის სტატუსის ქვეშ ჩინეთ–საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე, აღნიშნული ბიზნე- სახლის განვითარების სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინოვაციურ წამოწყებას, რომელიც ორი ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე იზრუნებს. მოხარულები ვართ რომ ჩინეთში, გუანდონგის პროვინციის ქალაქ გუანჯოუში, იუესიუ–ს რაიონში დაფუძნდება ,,ერთი სარტყელი ერთი გზა ქართული ბიზნეს სახლი“. ადგილობრივი მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნული პროექტის საფუძვლიანად განხორციელებას“ – აღნიშნა ქალაქ გუანჯოუს მერმა, ვანგ ხუანგ ცინმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და მისი მიზანი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით ბიზნეს-წრეების ხელშეწყობაა. 

28.03.2018

ვალუტის კურსი

USD
2.4791
Eur
3.0282
GBP
3.4564
კონტაქტი