სიახლეები

სლოვაკური კომპანია „ADRIAN GROUP” ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ეძებს პარტნიორს

სლოვაკური კომპანია „ADRIAN GROUP” ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ეძებს საქართველოში პარტნიორს. კომპანია 20 წელზე მეტია სლოვაკურ ბაზარზე ფუნქციონირებს და აღნიშნულ პროექტს წარმატებით ახორციელებს ისეთ ქვეყნებში,როგორებიცაა: ჩეხეთი,პოლონეთი, უნგრეთი, სერბეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, მოლდოვა და ბელორუსი.

„ADRIAN GROUP”-ის მუშაობის შედეგების კვლევამ გამოკვეთა  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესების, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობები. ასევე,  საწვავისა და ენერგორესურსების გამოყენების ირაციონალური წყაროები და მათი მოხმარების შემცირების კონკრეტული გზები.

საქართველოში მსგავსი პროექტის განხორციელების მიზნით „ADRIAN GROUP” დაინტერესებულია საპროექტო ინსტიტუტებთან, სამონტაჟო და ენერგო მომსახურების სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან თანამშრომლობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 

საკონტაქტო პირი: სოფო ზარიძე
ელ-ფოსტა: s.zaridze@gcci.ge
ტელეფონი: 591251911

12.06.2018
 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი