სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი კენკროვანი კულტურების შესახებ

2018 წლის 12 ივნისს, ქუთაისში  გაიმართა  ტრეინინგი თემაზე: კენკროვანი კულტურების გაშენება და მოვლა.

ტრეინინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: კენკროვანების  დახასიათება; კენკროვანების  გაშნების  ახალი  თანამედროვე  ტექნოლოგიები; კულტურის  მახასიათებლები; მარწყვის, ჟოლოს, უეკლო  მაყვალის ბაღის  გასაშენებლად  რეკომენდირებული ადგილობრივი  და შემოტანილი ჯიშების  დახასიათება; კენკროვანი  კულტურების  ბაღის  გაშენება; სარეველების,  მავნებელ- დაავადებების  კონტროლი; ბაღში  მცენარეთა  დაცვის  ღონისძიებები; ქიმიური  ბიოპრეპარატები  და  ბიოსტიმულატორები. კენკროვანების კვების  არე; ჟოლოსა  და  მაყვალის  ბაღში  საყრდენი  სისტემის  მოწყობა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში არსებულმა 20-მდე მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ და ფერმერმა.ტრენინგს უძღვებოდა ლალი გოგინავა - სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  დოქტორი,  პროფესორი. 

ტრეინინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. 

12.06.2018
 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი