განხორციელებული პროექტები

1. საინვესტიციო კონფერენცია

2013 წლის 12 ნოემბერს ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის East-Invest ფარგლებში  საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები ბიზნეს-დელეგაციებთან ერთად, აგრეთვე ევროპის სხვა და სხვა ქვეყნების საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ფორუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექტორები: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსუბუქი მრეწველობა, ალტერნატიული ენერგია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მყარი კონსტრუქციები მშენებლობაში.

საინვესტიციო ფორუმის მიზანი იყო ევროპელი ბინესმენებისთვის არა მხოლოდ ზოგადი თანამშრომლობის შეთავაზება, არამედ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხილვა საშუალო და მცირე ბიზნეს-სექტორებში. შესაბამისად, ფორუმში ქართული კომპანიების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა ბიზნეს-კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იყო 51 პროექტი. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 205-მა ქართულმა და 40-მდე უცხოურმა კომპანიამ. კონფერენცია გახსნა სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოში ევროდელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროპალატის პროექტის მენეჯერმა ბირგიტ არენსმა. 

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და  საინვესტიციო კლიმატის შესახებ მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროექტების მენეჯერი  ნინო ცეცხლაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე, ANIMA Investment Network-ის პროექტების ოფიცერი ამინა ზეინ შერიფი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სამსონ ურიდია, ევრობანკის საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის მენეჯერი საქართველოში სევერიან ღვინეფაძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პარალელური სექტორული სესიები და ვორკშოფები ქვემოაღნიშნული დარგების ირგვლივ:

სოფლისმეურნეობა: მომხსენებლები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი პავლე მგელაძე,  მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი, კომპანია „ბრეტის“  გიორგი კეპაშვილი.
ტექსტილი:  მომხსენებლები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი ნინო სხირტლაძე და კომპანია „ავთანდილი“. 
ტურიზმი:  მომხსენებლები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი სიგუა, ტურისტული სააგენტო „კავკასუს თრეველი“- ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.

ტრანსპორტიდალოჯისტიკა: მომხსენებლები - Wilhelmsen Ships Service-ის  ადამიანური რესურსების და ხარისხის უზრუნველყოფილს მენეჯერი სვენდ ვააგი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ურიადმყოფელი - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.  

ალტერნატიული ენერგია& საინფორმაციოდასაკომუნიკაციოტექნოლოგიები:კონფერენციის პარალელურად გაიმართა გამოფენა "Elcom Caucasus 2013".  მდგრადიმშენებლობა:  მომხსენებლები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი, კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი კახა კოლელიშვილი.სექტორული სესიების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ევროპულ კომპანიებს  შორის.

2. გაიცანი და გააცანი DCFTA

საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივითა და დამხარდაჭერით,  პალატამ განახორციელა სამთვიანი (თებერვალი-მაისი, 2014) პროექტი „გაიცანი და გააცანი DCFTA“. პროექტის ფარგლებში თბილისსა და სხვა ქალაქებში (გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ბათუმი, ახალციხე) გაიმართა ერთ დღიანი საინფორმაციო სემინარები წინასწარ შერჩეულ 16 უმაღლეს სასწავლებელსა და სკოლებში. სემინარებში მონაწილეობდნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები, ევროკავშირის დელეგაციის ექსპერტები. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოსთვის DCFTA მნიშვნელობისა და შედეგების, ვადებულებებისა და სარგებელის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსიები აღნიშნული თემის ირგვლივ.

პროექტისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი (www.dcftaseminars.ge) და ლოგოტიპი, მომზადდა და დაიბეჭდა სპეციალური საინფორმაციო მასალა (ბროშურა, კალმები, სამკერდე ბროშები ლოგოტიპით და ა.შ)

3. საქართველო - ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

2014 წლის 13 მაისს თბილისში,  საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკომისიის მხარდაჭერით,  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  ევროპალატის ორგანიზებით, გაიმართა საქართველო - ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. ღონისძიებას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე-მანუელ ბაროზო,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკომისიის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. მსგავსი  მასშტაბის კონფერენცია საქართველოში პირველად ჩატარდა  და წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის ფონზე. საქართველოს მთავრობის მიზანი იყო საერთაშორისო პარტნიორებისთვის ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ეფექტიან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგისა და პრიორიტეტების გაცნობა; ასევე საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების წარმოჩენა.

კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.  ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის  ევროპული საინვესტიციო ბანკის; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის; საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის; მსოფლიო ბანკის, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური განვითარების პროექტის „East Invest“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ფინანსურ დოკუმენტს ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის. აღნიშნული შეთანხმების მიზანია საქართველოში წყლის მოწოდების ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პარალელური სექტორული სესიები,  სადაც განხილული იქნა ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობები კონკრეტულ პრიორიტეტულ სფეროებში: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა.

კონფერენციის მსვლელობის პარალელურად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა.   გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი კომპანიები: „ზედაზენი“, „ღვინის კომპანია შუმი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „სარაჯიშვილი“, „ეგზოტური“, „კავკაზუს თრეველი“, „სანტე“, „ავთანდილი“, „ბრეტი“, „ჰიდროთერმი“, „ჯეოპლანტი“.

პალატამ აგრეთვე უზრუნველყო კონფერენციის მონაწილეთათვის საინვესტიციო გზამკვლევის (სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სტრატეგიული სექტორები და საინვესტიციო შესაძლებლობები)   და საინვესტიციო პროექტების კატალოგის მომზადება და დაბეჭვდა. კატალოგში წარმოდგენილი იყო 40 ქართული კომპანიის   საინვესტიციო პროექტები შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსუბუქი მრეწველობა, ალტერნატიული ენერგია, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა. მომზადება. კატალოგი წარედგინათ ევროპელ ინვესტორებს როგორც აღნიშნულ ღონისძიებაზე, ისე სხვა ფორუმებსა და  კონფერენციებზე ევროკავშირის მასშტაბით.


ვალუტის კურსი

USD
2.5772
Eur
3.0282
GBP
3.4398
კონტაქტი