საპარტნიორო პროექტი მიუნჰენისა და ზემო ბავარიის პალატასთან (IHK)

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა  მიუნხენისა და ზემო  ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან  (IHK Munich) 2015 წლის აგვისტოდან თანამშრომლობს.  
ერთობლივი პროექტი  ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობას  და შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ვადა  3 (+3) წელია და მის მიზანს  ასევე  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საინფორმაციო, საკონსულტაციო და სხვა სერვისების გაუმჯობესებაც წარმოადგენს.  
IHK Munich-ის გრძელვადიანი ექსპერტის მიერ, (რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობს)  2016 წლის თებერვლიდან,  არჩეული იქნა რამდენიმე მიდგომა.  მისი და პალატის გუნდის ერთობლივი მუშაობით დაიგეგმა  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები. როგორიცაა: სემინარები, თრენინგები, გადამზადების პროგრამები და ა.შ. 
შედგა  მრავალი სასწავლო ტური  და კურსი  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებისა და მენეჯერებისათვის, ასევე,  პალატის საბჭოს წევრებისთვის, რომლებიც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორს წარმოადგენენ. 
საერთო პროექტის ფარგლებში,  საქართველოსა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატები თანამშრომლობენ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან- პროფესიული განათლების რეფორმის კუთხით.  კერძოდ, დუალური პროფესიული განათლების სისტემის იმპლემენტაციაში  პალატა  აქტიურად მონაწილეობს. 
„საქართველოს რკინიგზისთვის“  შემუშავებული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სერვისები. რკინიგზის თანამშრომლები გადამზადების კურსზე მიუნხენში ორ ნაკადად გაემგზავრნენ. 
ერთობლივი პროექტის მხარჭერით, პალატამ წარმატებით განახორციელა DCFTA საინფორმაციო ცენტრების დაფუძნება. 
პროექტმა მხარი დაუჭირა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს -საარბიტრაჟო სისტემის პოპულარიზაციაში. 
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობადობის გასაზრდელად მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატამ დააფინანსა ორი მედია ტური- ცენტრალური და რეგიონული მედიისთვის. 
ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გარდა მთავრობისთვის  სერვისების მიმწოდებელთან ერთად  (მაგალითად G2G, B2B ღონისძიებები) მთავრობისა და ბიზნესის დამაკავშირებლის  როლიც შეიძინა. გაიზარდა თანამშრომლობის ხარისხი კერძო სექტორთან, რაც გამოიხატა ღია დიალოგის ფორმატის ღონისძიებებით. 


ვალუტის კურსი

USD
2.4144
Eur
2.7155
GBP
3.1322
კონტაქტი