Georgia Reaching European Access and Trade

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის მთავარი პარტნიორი ევროპალატისა, რომელიც ახორციელებს ევროკომისიის აღმოსავლეთ  პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე პროექტს  East-Invest.  პროექტის მიზანია აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდავეთის რესპუბლიკა და უკრაინა)  ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

„East Invest 2“-ის ერთ-ერთი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთესი სპეციალიზირებული სერვისები მიაწოდონ წევრ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს, აგრეთვე მეწარმეების ცნობიერების გაზრდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ.

ამ პროექტის ფარგლებში პალატა, პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ახორციელებს 20 თვიან თვინინგ პროგრამას, რომლის საბოლოო მიზანია DCFTA საინფორმაციო ცენტრის შექმნა. პროექტის ფარგლებში  2016 წლის 12-14 აპრილს თბილისს ეწვია პარიზის პალატის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე გაეცნო DCFTA იმპლემენტაციის მიმდინარეობას და ქართული კომპანიების საჭიროებებს. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოები. 23-25 ნოემბერს პალატის თანამშრომლები პარიზში ადგილზე გაეცნობიან მსგავსი საინფორმაციო მუშაობას, ექსპორტთან დაკავშირებულ ევროპულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.

აგრეთვე,  „East Invest 2“-ის ფარგლებში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო ტრენინგების კურსი “SME Academy”.  კურსისთვის შერჩეული იქნა აგრო-სურსათის სექტორთან დაკავშირებული 5 თემა:

DCFTA,  შედეგები ეროვნულ დონეზე და განხორციელების გზები
ევროკავშირის რეგულაციები და ტექნიკური სტანდარტები, განსაკუთრებით აგრო-სურსათისა და სურსათის გადამუშავების სექტორში
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბიზნესების მზაობა ექსპორტისთვის
მარკეტინგი და კომუნიკაცია - როგორ წარვადგინოთ პროდუქცია უცხოურ ბაზარზე
გამოფენებში მონაწილეობა, ნეთვორქინგი, პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაცია.
SME აკადემიის ტრეინინგების პირველი რაუნდი გაიმართა 2016 წლის ნომბერში გერმანიის ქალაქ ვესტერჰამში, სადაც მონაწილეობდა 6 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი. 

ტრენინგების შემდეგი რაუნდი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა 2016 წლის 13-15 აპრილს თბილისში, სასტუმროში „ციტრუსი“ სადაც მონაწილეობდნენ აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს  მცირე და საშუალო კომპანიების 27 წარმომადგენელი. აღნიშნული ტრეინინგის თემას წარმოადგენდა წვდომა უცხოურ ბაზრებზე. 

ტრეინინგის მიზანი გახლდათ ევროკავშირში ექსპორტის მსურველების დეტალური ინფორმირება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედებული მოთხოვნების შესახებ. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია გაეცნო ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ქართული კომპანიებისათვის. 

ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინტერაქტიული ლექციები სხვადასხვა საკითხებზე (ტექნიკური სტანდარტები, ექსპორტისათვის მზაობა, მარკეტინგი და ა.შ.), რომლებსაც უძღვებოდნენ ევროკავშირის ექსპერტები ლატვიიდან, ბელგიიდან, იტალიასა და ავსტრიიდან. 

პროექტის დასრულების შემდეგ პალატა აპირებს ტრეინინგებისა და კონსულტაციების ინტეგრაციას  თავის სერვისებში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.

East Invest2 ფარგლებში ასევე ხორციელდება ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების სასწავლო კურსები  - BSO Academy. პალატის ორგანიზებით მასში მონაწილეობა მიიღო 30 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა. მიმდინარე წელს გაიმართა 4 ასეთი ტრენინგი გერმანიის ქ. ვესტერჰამში. თითოეული 3 დღეს მიმდინარეობდა და ფოკუსირებული იყო შემდეგ თემებზე:

1. ადვოკატირება და წარმომადგენლობა. 2016 წლის 5-8 იანვარი. 
2. ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის რეფორმირება. 9-12 თებერვალი
3. მდგრადი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის მოდელი: შემოსავლის გენერაცია და სერვისები. 20-23 ივნისი
4. კონკურენტულ ბაზარზე ოპერირება: არსებულის შენარჩუნება და ახალი წევრების მოზიდვა. 29 ნოემბერი-2 დეკემბერი.

ვალუტის კურსი

USD
2.4075
Eur
2.7092
GBP
3.0676
კონტაქტი