სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბიზნეს-სექტორთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოების სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის  ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო. შეხვედრას პალატის წევრი 82 კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ გაწეული წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, ასევე, საუბარი  შეეხო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს. მიხეილ ჯანელიძემ ევროინტეგრაციის მომავალ გეგმებზე და განსახორციელებელ რეფორმებზეც ისაუბრა. 
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მოწვეულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის თაობაზე  დასმულ შეკითხვებზე პასუხი პირადად მინისტრისგან მოესმინა. 
გარდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიებისა, ღონისძიებას კულტურის, განათლებისა და სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
10.03.2017

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი