სიახლეები

საქართველო-სლოვენიის ბიზნეს-ფორუმი

თბილისში, სასტუმრო „ციტრუსში“ საქართველო-სლოვენიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. სლოვენიის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სლოვენიის სახელმწიფო მდივანი ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში - ალეშ კანტარუტი ეწვია. 

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ- ნატო ჩიქოვანმა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა- ანტე მილევოჯმა გახსნეს. 

ფორუმის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები საქართველოსა და სლოვენიის საინვესტიციო გარემოს შესახებ. დელეგაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სლოვენიის ბიზნეს სექტორი შემდეგი მიმართულებებით:  სამშენებლო მასალები, სხვა და სხვა ლითონები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ჰიდროინჟინერია, ენერგეტიკა, საცხობი მოწყობილობები. 

საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები. სექტორების შესაბამისად ქართული კომპანიები B2B შეხვედრებზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის (www.gcci.ge) საშუალებით წინასწარ დარეგისტრირდნენ. შეხვედრებზე ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ. 

18.05.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5772
Eur
3.0282
GBP
3.4398
კონტაქტი