სიახლეები

პალატა რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესთან შეხვედრებს განაგრძობს. პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსმა- გრიგოლ ბაიბურთმა იმერეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივ კოოპერატივებსა და მსხვილ ინდ.მეწარმეებთან  გამართა შეხვედრები. 

ქალაქ ვანსა და დაბა დმანისში გამართული ღონოსძიებების მთავარი თემები რეგიონული მცირე და საშუალო  მეწარმეების პრობლემატიკა, საექსპორტო პოტენციალი და მათი ბიზნესის ხელშეწყობაში პალატის როლის განვითარება იყო. ღონისძიებების მონაწილე ბიზნეს-სექტორის ძირითადი სფერო სოფლის მეურნეობა იყო. 

შეხვედრების ფარგლებში გაკეთდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ძირითადი საქმიანობისა და სერვისების პრეზენტაცია, მათ შორის DCFTA საინფორმაციო ცენტრის, რომელიც მეწარმეებს ევროკავშირის ბაზრის რეგულაციებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას. 

„მსგავსი შეხვედრებით და მეწარმეებთან პირისპირ საუბრით  ყველაზე იოლია რეგიონული ბიზნესის პრობლემატიკის დადგენა. პალატას აქვს ბერკეტები მათ გარკვეული საკითხების მოგვარებაში ხელი შეუწყოს.  გარდა ამისა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცდილობს მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნეს სექტორს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მათი ბიზნესის წარმატებაზეა ორიენტირებული“ - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაიბურთი. 

რეგიონებში გამართული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა ადგილობრივი საწარმოებიც დაათვალიერეს. 

17.07.2017

ვალუტის კურსი

USD
2.3983
Eur
2.7923
GBP
3.1183
კონტაქტი