სიახლეები

"ერთი სარტყელი-ერთი გზა" - კონფერენცია ქალაქ გუანჯოუში

2018 წლის 29 მარტს, ჩინეთის  ქალაქ გუანჯოუში,  კონფერენცია   ,,ერთი სარტყელი-ერთი გზა ევრაზიის ცეტრი” გაიმართა.  ღონისძიების მიზანი საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ბიზნეს-კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.

კონფერენციის ფარგლებში სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი გუანდონგის პროვინციაში, ბექა მიქაბერიძე გამოვიდა და პალატის მიერ განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა. ბექა მიქაბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  ჩინეთ–საქართველოს შორის არსებული  სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების  შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქართული ბრენდის   ღვინო დაეგემოვნებინათ.  კონფერენცია ,,საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და ბიზნეს კომუნიკაციები“ ,,ერთი სარტყელი ერთი გზა ევრაზიის ცენტრის“ ორგანიზებითა და ‘’Huangpu Vanke” ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

29.03.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი