სიახლეები

ზუგდიდში „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაცია დაარსდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული  სავაჭრო–სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და ორგანიზებით ქალაქ  ზუგდიდში ა(ა)იპ ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი“-ს რაიონული  ორგანიზაცია დაფუძნდა.  დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი მეფუტკრეობის სექტორის 27-მა წარმომადგენელმა მიიღო. მათ რაიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელად მეწარმე ზაზა ღურწკაია აირჩიეს. 

ღონისძიების ფარგლებში შედგა დისკუსია, სადაც ყურადღება დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გამახვილდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი“–ს თანადამფუძნებელია, რომელიც ასეულობით ადგილობრივი მეფუტკრის ჩართულობით აბაშაში დაარსდა.  პალატა რეგიონებში დარგობრივ ბიზნეს-ასოციაციებს ადგილობრივი ბიზნესის ინიციატივების საფუძველზე ეტაპობრივად აფუძნებს. მსგავსი რაიონული ორგანიზაცია ალიანსმა უკვე დააფუძნა ხონის მუნიციპალიტეტშიც.

12.04.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი