სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისში მეღვინეებისთვის ტრენინგი გამართა

2018 წლის 15 მაისს, ქალაქ ქუთაისში  გაიმართა ტრეინინგი თემაზე-"ბიო (ორგანული) მევენახეობა". 

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბიო (ორგანული) მევენახეობის პრინციპები; ვაზის მავნებლები; ვაზის დაავადებები და ნაკლოვანებები; ქართული ვაზის ჯიშები;

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ბიო (ორგანული) მევენახეობის მაგალითები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონში არსებულმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებმა და ფერმერებმა.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა გიორგი ბარისაშვილი ინჟინერ-ტექნოლოგი მეღვინეობის დარგში. ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ მის მიერ გამოცემული ლიტერატურა ბიო (ორგანული) მევენახეონის  შესახებ.

15.05.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი