სიახლეები

პალატის პარტნიორობით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აგრო-ტურიზმის ფესტივალი გაიმართა

2018 წლის 6 აგვისტოს,  სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით  აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა.  ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.მუხურში, მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა  მიიღო  რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოქმედმა  70-მდე ფერმერულმა მეურნეობამ, ასევე ბიზნეს-სექტორის სხვა დარგების წარმომადგენლებმა. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მოეწყო  კუთხე, სადაც ფერმერებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და სხვა კომპანიებმა  გამოფინეს  და ადგილზე გაყიდეს   მათ მიერ  წარმოებული  პროდუქცია.  ტურისტების ჩართულობით ადგილზე პერფორმანსის ფორმატში მომზადდა    ტრადიციული კერძები. ჩატარდა ასევე ხალხური მუსიკის კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორის ელემენტებით და სხვა კულტურული ღონისძიებები.  

ფესტივალის მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის პოპულარიზაცია იყო. ასევე,  ტურისტებისთვის რეგიონის აგრარული პოტენციალის გაცნობა და ქართული წარმოების, ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  სტიმულირება.  
ფესტივალი  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გარდა ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: USAID-ის პროგრამა ZRDA  და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 

6.08.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი