სიახლეები

შეხვედრა უნგრეთის რეგიონულ ბიზნეს-დელეგაციასთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ გრიგოლ ბაიბურთმა და მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ, უნგრეთის ელჩის ვიქტორია ხორვატის ინიციატივით შეხვედრა გამართეს უნგრეთის ადმინისტრაციული ერთეულის, ზალის მადიეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრას უნგრული მხრიდან ადგილობრივი პალატის ხელმძრვანელი პირები და 10-მდე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნგრული ბიზნე-სექტორის წარმომადგენლები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: მომსახურება, სასტუმრო ინდუსტრია, ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და სხვ. 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა უნგრელ კოლეგებს პალატის სერვისებისა და ძირითადი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, საუბარი შეეხო თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მხარეებმა განიხილეს სერვისი „მოიძიე პარტიორი“, რომლის საშუალებითაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნეს-სექტორს საზღვარგარეთ პარტნიორის მოძიებისა და გადამოწმების მომსახურებას სთავაზობს. 

ზალის მადიე უნგრეთს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ხორვატიისა და სლოვენიის სახელმწიფო საზღვრებს მოიცავს. სწორედ ადგილმდებარეობის გამო  ზალის მადიეს განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ეკონომიკური მიმართულებით. ადმინისტრაციულ ერთეულში საქმიანობს ბევრი საერთაშორისო  და ექსპორტიორი კომპანია.  ზალის მადიე  ცნობილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმრავლით. გარდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისა, ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია ასევე მსუბუქი,  ქიმიური და კვების  მრეწველობებით. 

13.09.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი