სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი ზუგდიდში

2018 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის რეგულაცია სამშენებლო მასალების შესახებ“.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ“, სამშენებლო მასალების ბაზარზე ზედამხედველობა და ზედამხედველობის პროცედურები, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის“ შესახებ. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონის 11 მცირე და საშუალო მეწარმემ სამშენებლო სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩიტაძე.

12.10.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი