სიახლეები

პროფესიული კოლეჯი "სპექტრი" - ღია კარის დღე

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი,  პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ გამართულ ღია კარის დღეს დაესწრო. კოლეჯი „სპექტრი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორია და აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში, რომლებსაც პალატა ახორციელებს. ღია კარის დღის ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრში“ მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი მიმოხილვა გაიმართა, შემდეგ კი მოწვეულ სტუმრებს კოლეჯის ინფრაქტრუქტურა დაათვალიერებინეს. მათ შორის: ბიბლიოთეკა, თერმოინდუსტრიის სასწავლო ლაბორატორია, „ვაილანტის“ სასწავლო ლაბორატორია, კონდიცირების სისტემების “სასწავლო ლაბორატორია ,ენერგეტიკის სასწავლო ლაბორატორია და შედუღების სიმულატორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა   კომპანია „ნოვა“-სა და „მეგადორსის“ ლაბორატორიები. 

ღია კარის დღის მიმდინარეობისას პროფესიული განათლების განვითარებაში ხელშეწყობისა და  საერთაშორისო პარტნიორის -Pearson Education Limited, ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC - Business and Technology Education Council)   საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული  მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცემათ კოლეჯი „სპექტრის“ პედაგოგებს. 

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად არის ჩართული დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაში. პალატასთან დაარსდა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც განათლების ამ მიმართულების შესახებ  ცნობადობის ამაღლება და დუალური პროფესიული განათლების პროცესში კოორდინატორის ფუნქციის შესრულებაა. 

9.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი