სიახლეები

„საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებები“

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ  წარადგინა  კვლევა სახელწოდებით  „საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო დონის ბიზნესის განვითარების საჭიროებები“. საპრეზენტაციო ღონისძიებას   სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში- ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრნენ. 

აღნიშნული კვლევა  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) საპარტნიორო პროექტის მხარდაჭრით მომზადდა.  ანგარიში მოიცავს სამაგიდე და ექსპერიმენტულ, ხარისხობრივ  და რაოდენობრივ  კვლევას.  აღნიშნული ანგარიში ასახავს მიკრო კვლევის შედეგებს, რომელიც განხორციელდა  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან (დევნილებთან), ასევ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებთან ინდივიდუალური და ჯგუფური გამოკითხვის მეთოდით. კვლევის მიზანია არსებული ბიზნესის გაფართოების, განვითარებისა და ახალი ბიზნესის წამოწყების ძირითადი საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა (თავად დევნილების განწყობების მიხედვით). აღნიშნული კვლევა არის 4–კვირიანი საველე გამოკითხვებისა და მცირე სამაგიდე კვლევის შედეგი, რომელიც ისახავს მიზნად მცირე დროისა და რესურსის პირობებში, დევნილთა შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოტენციალის გარკვევას და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთობლივი ეკონომიკური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობების განსაზღვრას. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატისთვის, რათა მაქსიმალური ეფექტურობით დაგეგმოს სამუშაო და სამომავლო პროგრამები. 

კვლევა ფოკუსირებული იყო ოთხ რეგიონზე, კერძოდ: სამეგრელო ზემო-სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩატარდა დევნილთა 19 კომპაქტურ  დასახლებაში,  შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი, ხონი, რუსთავი.   ასევე გამოიკითხნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები. აღნიშნული კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაესვათ კითხვა ასევე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  ერთ-ერთი კომპონენტის „აწარმოე უკეთესი მომავლისკენ“ მთავარი შინაარსის თაობაზე. 

კანონით,  აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. მისი წარმომადგენლობა ქვეყნის მთელს ტერირორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დროებით განთავსებულია დედაქალაქში. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები წესდების შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებიც არიან.

28.12.2018

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი