სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორში ტრენინგი გაიმართა

DCFTA  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკური რეგლამენტის  თემაზე ტრენინგი გაიმართა

ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება N301 „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ოცმა  ადგილობრივმა მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ქეთევან ლაფერაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, DCFTA ფარგლებში სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

18/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9336
Eur
3.2487
GBP
3.5602
კონტაქტი