სიახლეები

უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით ინტერესდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, დღეს უმსხვილესი ლიბანური სამშენებლო კომპანია ,,ჰომანის“ წარმომადგენელს უმასპინძლეს. 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ლიბანში, აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში ახორციელებს. ,,ჰომანი“ გზების, საირიგაციო სისტემების, ხიდებისა და სხვა სპეციფიკის სამშენებლო სამუშაოებზე სპეციალიზირდება.

 შეხვედრაზე, პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, საგზაო სამუშაოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჯორჯიო რიზკი დაინტერესდა საქართველოს საგადასახადო სისტემის თავისებურებებით, ასევე მიიღო ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც ქართული პროდუქციის მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ლიბანური კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ,,ჰომანის“ მენეჯერი შეხვედრებს გამართავს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში, ასევე შეხვდება ინფრასტრუქტურისა მშენებელთა ასოციაციის წევრებს.

პალატაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს საპატიო კონსული ლიბანში მარსელ-დავიდ ხოზამიც ესწრებოდა. 

14/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი