სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სახელწოდებით ,,საქართველო-ლიბანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები: დინამიური გამოწვევა უკეთესი მომავლისთვის“ 16 მაისს, სასტუმრო ,,ბილტმორში“ იგეგმება. ღონისძიების ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს, 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვევა. მათ შორის იქნებიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ლიბანის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://forms.gle/1o6W6QSgyjEHuQ966

14/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი