სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხაშურში შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გაიმართა

შრომის უსაფრთხოების თემაზე DCFTA- ის ორგანიზებით, ხაშურში მეწარმეებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა იყო “ევროდირექტივები შრომის უსაფრთოების შესახებ და  საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა  შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ; დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. დირექტივა 2009/104 / EC სამუშაო ადგილებზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; დირექტივა 89/654/EEC სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 27-მა წარმომადგენელმა.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში “ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორები, ქეთევან დარცმელია და მაია მიქაია. 

16/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7802
Eur
3.1102
GBP
3.5275
კონტაქტი