სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა თბილისში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. თბილისში მეწარმეებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემა იყო „ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, შესაბამისობის შეფასება) - ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)“. 

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ხარისხის ერო
ვნული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT) ევროპული პრაქტიკა, DCFTA და TBT, საქართველოში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება), ინსტიტუციები, კანონმდებლობა, TBT პრაქტიკული მაგალითები და ლინკები.

ტრენინგში მონაწილება მიიღო თხუთმეტმა ადგილობრივმა მეწარმემ და დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენელმა.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ნინო მიქანაძე - მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

24/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი