სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თელავში "სამშენებლო მასალების შესახებ" ტრენინგი გაიმართა

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.თელავში, გაიმართა ტრენინგი თემაზე  ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ“.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ“. სამშენებლო მასალების ბაზარზე ზედამხედველობა და ზედამხედველობის პროცედურები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 20 ადგილობრივმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსის მოადგილე - რამაზ ობოლაძე. 

24/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი