სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ტაილანდის ელჩს უმასპინძლეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ტაილანდის ახლადდანიშნულ ელჩს ფანტიფა ეკაროჰიტს უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში, ტაილანდის ელჩმა და პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

სტუმარი, საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდა, ასევე მიიღო ინფორმაცია პალატის როლისა და საქმიანობის მიმართულებების შესახებ. გიორგი ჩიტაძემ, ელჩს ორგანიზაციის პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის- სერვის ,,მოიძიე პარტნიორის“ შესახებ. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს სურვილი, რომ საქართველოს ტაილანდის ბიზნეს-დელეგაცია ესტუმროს და ჩატარდეს ბიზნეს-ფორუმი.

24/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი