სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა ბათუმში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 7 ივნისს, ქ. ბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ფუტკრის დაავადებები, დაავადებათა პრევენცია და მკურნალობის მეთოდები“
ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ფუტკრის დაავადებები, მათი კლასიფიკაცია და მახასიათებელი ნიშნები; ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები.
ტრენინგში მონაწილება მიიღო ოცდარვა ადგილობრივმა მეწარმემ და ფერმერმა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ვახუშტი ფარცვანია - მეწარმე, მეფუტკრე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. 
                                                                      

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი