სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურში გაიმართა რეგიონული შეხვედრა მეწარმეებთან

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურში  გაიმართა რეგიონული შეხვედრა  მეწარმეებთან.შეხვედრას ესწრებოდა 60-ზე მეტი მეწარმე ონიდან და ამბროლაურიდან.
ღონისძიებაზე განხილული იქნა ის შესაძლებლობები და ვალდებულებები, რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალის შესახებ ხელშეკრულება გვაძლევს. 

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა რომ შეძლოს როგორც ევროპის ასევე, საქართველოს ბაზარზე განთავსება?
საქართველოში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება).
რა მოთხოვნები არსებობს სამშენებლო მასალების უსაფრთხოების მიმართ? 
რა მოთხოვნები არსებობს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მიმართ და სხვა. 
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი