სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა ზუგდიდში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

იმდინარე წლის 12 ივნისს, ზუგდიდში გაიმართა ტრეინინგი: „კივის   ბაღებში      საზაფხულო      გასხვლის      სამუშაოების     განხორციელების მნიშვნელობა და პროდუქტის საექსპორტოდ მომზადება.“ თეორიულ ტრენინგთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებმა გაიარეს პრაქტიკული ტრენინგი კივის ბაღებში საზაფხულო გასხვლითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, ასევე, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კივის პროდუქტის წარმოება/გადამუშავება, სორტირება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება,  Global GAP-ის სერტიფიცირება - აუცილებელი პირობა კივის ექსპორტისთვის, Global G.A.P-ის შესავსები ფორმები, სურათები და ინსტრუქციების ნიმუშები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის“ 30 წევრმა სამეგრელოს რეგიონიდან.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა რომეო ჯაპავა - კომპანია „ნერგეტას“ ოპერაციების ხელმძღვანელი, ექსპერტი Global G.A.P-ის სტანდარტის დანერგვის საკითხებში.

12/06/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი