სიახლეები

ბრატისლავაში ქართული ბიზნეს სექტორის მონაწილეობით რეგიონალური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

2019 წლის 14 ივნისს სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში საქართველო-სლოვაკეთის რეგიონალური ბიზნეს ფორუმი “Doing Business in Georgia”გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა 2017 წლის ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს კამპანიის “ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის” ფარგლებში.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ა და საქართველოს საელჩოს პარტნიორობით. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და პერსპექტივები. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 80-ზე მეტი სლოვაკური, ავსტრიული, პოლონური, ჩეხური და ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა, ძირითადად, შემდეგი სექტორებიდან – თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბანკები, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოჯისტიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ბიზნეს კონსალტინგი.
ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა ეკონომიკური ფოტო გამოფენა.

დაინტერესებულ კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ორმხრივი შეხვედრები შედგა. 
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

ფორუმის მიზანსწარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატის ცნობადობის ამაღლება და შესაძლო უცხოური საინვესტიციო პოტენციალის ზრდა და დამსწრე ბიზნეს კომპანიებისთვის პარტნიორის მოძიება.
14/06/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9446
Eur
3.2606
GBP
3.8789
კონტაქტი