სიახლეები

ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიხსნა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭრით, დღეს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე,  ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიხსნა. ორდღიანი ღონისძებისმიზანი პროფესიული განათლების შესახებსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათთვის ამმიმართულებით მიმდინარე სიახლეების შესახებინფორმაციის მიწოდებაა. ასევე, მისი მიზანიაპროფესიული განათლების მიღების მსურველთახელშეწყობა. ღონისძიება ეძღვნება საქართველოსა დაგერმანიას შორის ხანგრძლივ და ნაყოფიერთანამშრომლობას საქართველოში პროფესიულიგანათლების მოდერნიზების მიმართულებით.  

„პროფესიული განათლება საჭიროებს პოპულარიზაციას, რათა ყველამ გაიგოს, რომ ეს არის კარგი პერსპექტივა პროფესიული განვითარებისთვის. სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლიც ამ მიმართულებით სწორედ ეს არის. გავუწიოთ ამ დარგს პოპულარიზაცია, მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე, განვახორციელოთ კოორდინაცია ბიზნესს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის, რათა განვავითაროთ სწორად დაგეგმილი და კოორდინირებული სამუშაოზე დაფუძნებული განათლება. ცოდნა ხომ პრაქტიკაშია“- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ღონისძიების მნიშვნელობის კომენტირებისას.  შეგახსენებთ, პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პროცესში მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით პალატასთან შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც დარგის ექსპერტები, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. 

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულიდღეების მასპინძლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაგერმანიის საელჩო არიან. აქტივობები მოიცავსოფიციალურ გახსნას, სახალხო ღონისძიებას  და ორკონფერენციას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე  წარმოდგენილია  ინტერაქციული და ინფორმაციულისივცრე, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია და გამოცადონ საკუთარი თავისხვადასხვა პროფესიებში. ასევე, ღონისძიებისფარგლებში მონაწილეებს აცნობენ სახელმწიფოსერვისებსა და სხვადასხვა პროგრამებს. ღონისძიებაზეწარმოდგენილია  სიმულაციები, რაც მსურველებსსაშუალებას აძლევს გამოსცადონ საკუთარი თავი რიგპროფესიებში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე, საშუალება აქვთ გაეცნონ გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსადა თბილისის მერიის სხვადასხვა კურსებს, პროგრამებსადა ინიციატივებს. აღნიშნულ აქტივობაში ჩართულებიარიან სექტორული ბიზნეს ასოციაციებიც.


15/06/2019




ვალუტის კურსი

USD
2.8971
Eur
3.2390
GBP
3.6066
კონტაქტი