სიახლეები

სამუშაო შეხვედრა - დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი

2019 წლის 18 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დუალური მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი“. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე. ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტმა - ჯერად ტიელმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დუალური პროფესიული განათლების გერმანულ მოდელი, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ პროფესიული განათლების გერმანულ პრაქტიკას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  განიხილეს დუალური პროფესიული განათლების  რეფორმისთვის საჭირო შემდგომი რელევანტურ  საკითხები: დუალურ პროფესიული განათლებაში სტუდენტის სტატუსი, კერძო სექტორის ჩართულობა, პროფესიული სტუდენტის ანაზღაურების მექანიზმები, სტუდენტებისა და კომპანიებისთვის საკანონმდებლო გარანტიები. შეხვედრაზე პალატის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი პერტაიამ, ხაზი გაუსვა კერძო სექტორისთვის გამარტივებული პროცედურებისა და წამახალისებელი მექანიზმების შექმნას, რათა აქტიურად მოხდეს მათი ჩართვა ზემოთ აღნიშნული რეფორმის განხორცილების პროცესში. ბატონმა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, აქცენტი გააკეთა სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაზრდილ მანდატზე პროფესიული განათლების მიმართულებით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და დაინტერესებული მხარეები დადებითად აფასებენ პალატის აქტიურ ჩართულობას, ასევე ღია დიალოგისა და სამუშაო შეხვედრების  ფორმატს კერძო სექტორთან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული განათლების რეფორმის პროცესის მხარდაჭერას.

 

 

ვალუტის კურსი

USD
2.9723
Eur
3.2779
GBP
3.8265
კონტაქტი