სიახლეები

პალატამ ePing სისტემის ვორკშოპს უმასპინძლა

2019 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უმასპინძლა ePing სისტემის ვორკშოპს, რომელიც მიზნად ისახავდა, უცხოური ბაზრის პროდუქციაზე მოთხოვნების დაცვით, საქართველოსთვის სავაჭრო ბარიერების გადალახვაში ხელშეწყობას. 

ვორკშოპი განკუთვნილი იყო ექსპორტიორი კომპანიებისთვის. უცხოური საიმპორტო მოთხოვნებისა და სავაჭრო ტრენდების ცოდნა ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყებისთვის. საბაზრო მოთხოვნების სწრაფი ცვლილების გამო, ყოველთვის ვერ ხერხდება მცირე და საშუალო ბიზნესის დროულად ინფორმირება.  სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა ePing სისტემა, რომელიც ეხმარება ქვეყნებს თვალი ადევნონ მიმდინარე რეგულაციების ცვლილებებს საექსპორტო ბაზარზე.

ვორკშოპს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, ePing სისტემა მოწვეულ სტუმრებს გაეროს პროექტების კოორდინატორმა, ნამსუკ კიმმა გააცნო.

ვალუტის კურსი

USD
2.9723
Eur
3.2779
GBP
3.8265
კონტაქტი