სიახლეები

გიორგი პერტაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი,  ჰუბერტ ქნირში მიიღო. 

შეხვედრას პალატის დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე პაპიაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები. მათ შორის, იმსჯელეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და გერმანიის როლზე საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ასევე, ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრობლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.

შეხვედრისას აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  ქართული კომპანიებისა და პროდუქტისთვის ევროკავშირის ბაზარი და რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროპულ ბაზართან ინტეგრირების ხელშეწყობისთვის.

ვალუტის კურსი

USD
3.1865
Eur
3.5071
GBP
3.9028
კონტაქტი