სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებს ანგარიშგების რეფორმა გააცნეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, სამგრელო-ზემო სვანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს   ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ბიზნეს-სექტორის წარმომადგნლებს სიტყვით  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე  მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მიმართეს.  მათ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე იმსჯელეს. შეხვედრა მსს ფასს სტანდარტის თავისურებურებების და მისი დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე მმართველობის ანგარიშგების თავისებურებების განხილვას და  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის მიღწევები, მიმდინარეობა და პერპსექტივები მიმოიხილა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფის პროექტი გააცნო და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლებმა ანგარიშგების წარდგენის პროცესის  დემონსტრირება განახორციელეს.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის სესიას დაეთმო. აუდიტორიას მათთვის საინტერესო საკითხების წამოჭრისა და რელევანტური პასუხების მიღების საშუალება მიეცათ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით, შეხვედრას ესწრებოდნენ  ე.წ.  პირველი და მეორე კატეგორიის ადგილობრივი  საწარმოები წარმმომადგენლები. 

9.08.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი