სიახლეები

პალატამ გორში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.  პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.  ასეთი შეხვედრა დღეს ქალაქ გორში  შედგა, რომელსაც შიდა ქართლის  მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა  ბათუმში და თელავში,   ასევე იგეგმება  საქართველოს კიდევ  2 ქალაქში: ქუთაისსა  და ზუგდიდში. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ  თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა.  პროექტისთვის 15  მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა  ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები  მუშაობდნენ  დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიდნენ   მათ შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე. 
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე  შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება. 

10.08.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი