სიახლეები

საჯარო შესყიდვების სისტემის გასაძლიერებლად, ევროკავშირი ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახლი პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას. სახელწოდებით- ,,საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“-ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია ახორციელებს. პალატის პრეზიდენტმა, საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი განვითარებისა და ამ პროცესში, ევროკავშირის მხარდაჭრის მნიშვნელობას.

პროექტის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაცია. ეს კი ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში დღეს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ, პროეტის მიზებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნეს-წრეები  და სხვა დაინტერესებული პირები.

12/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი