სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონული შეხვედრების სერია გამართა

მედიაცია ბიზნესომბუდსმენმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციის და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაასრულეს.ბოლო ასეთი შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ და ცენტრის უფროსმა იურისტმა დავით ედილაშვილმა კახეთის რეგიონულ ბიზნეს-სექტორს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და ცენტრის როლის შესახებ და ამასთან, მიმოიხილეს არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები და მისი მთავარი უპირატესობები ბიზნეს დავების გადაწყვეტისას. შეხვედრისას ხაზი გაესვა სასამართლოს გადატვირთულობას და იმ მოქნილ  პროცედურებს, რომლებიც არბიტრაჟს დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს.

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი