სიახლეები

საქართველო - ავსტრიის ბიზნესფორუმი

2019 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს  9 ავსტრიული კომპანიისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რესტორან ლოლიტაში ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობის (Advantage Austria) ორგანიზებითა  და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI)  მხარდაჭერით ავსტრია - საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, გეორგ კარაბაჯეკი,  და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.

თავის სიტყვაში პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, პალატის მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი ბიზნეს  შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო.  ავსტრიული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და სხვ. 

ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, მოეძიებინათ ბიზნეს პარტნიორები და გაეზიარებინათ ავსტრიული გამოცდილება.

ვალუტის კურსი

USD
2.9723
Eur
3.2779
GBP
3.8265
კონტაქტი