სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო -ესტონეთის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა

დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატისა და ესტონეთს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ - ში  საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი  გაიმართა.  კონფერენცია ესტონეთის ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის  მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა გახსნეს.   

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკონომიკური განვითარების  მოადგილე, ანდრეს რუნდუ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან,ანა ქასრაშვილი, ასევე ესტონური კომპანიებისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანი იყო ქართული და ესტონური კომპანიებისთვის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება.

ფორუმის ფარგლებში  გაიმართა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განეხილათ. კონფერენციას ესწრებოდნენ ესტონეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატის რეგიონალური ოფისის მენეჯერი და რამდენიმე მსხვილი ესტონური კომპანიის წარმომადგენლები.

შეხვედრისას მხარეები ინდუსტრიულ მრეწველობას, IT ტექნოლოგიებსა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობებსაც გაეცნენ.

ვალუტის კურსი

USD
2.8661
Eur
3.1900
GBP
3.7821
კონტაქტი