სიახლეები

გიორგი პერტაიამ და ისრაელის ელჩმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა,  გიორგი პერტაიამ ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს უმასპინძლა. 
მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, მიმოიხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალი.   გიორგი პერტაიამ ყურადღება გაამახვილა სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პროცესში  სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე და  განსახორციელებელ გეგმებზე.  
შეხვედრისას არბიტრაჟის განვითარების მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებზეც იმსჯელეს.  ამასთან, მიმოიხილეს პროფესიული განათლების ხელშეწყობის აუცილებლობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე პაპიაშვილი და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო-მაშავის კოორდინატორი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.

ვალუტის კურსი

USD
3.1865
Eur
3.5071
GBP
3.9028
კონტაქტი