სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა სენაკში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ქ. სენაკში გაიმართა ტრეინინგი: „ბიზნესის მართვა DCFTA ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები; საქართველოში მოღვაწე მეწარმეებისთვის თავისუფალი და შეღავათიანი პირობებით მისაწვდომი ბაზრები; მეწარმეობის მხარდამჭერი ევროპული და ადგილობრივი ინსტიტუტები და ინიციატივები; ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები და ხელისშემშლელი ფაქტორები; წარმატებული ექსპორტის მაგალითები; ინფორმაციის დამატებითი წყაროები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის  მცირე და საშუალო მეწარმეებმა თხილის, დაფნისა და მეფუტკრეობის სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ჯამბულ ნაჭყებია-სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, თემის განვითარების რესურს ცენტრ „ერანის“ აღმასრულებებლი დირექტორი.

პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“  ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

21.02.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი