სიახლეები

ბიზნეს-სექტორს ბათუმში საგადასახადო ინიციატივები გააცნეს

2018 წლის  5 მარტს,  ბათუმში ფინანსთა მინისტრი მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდა. 

შეხვედრაზე მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ  რეფორმის შესახებ. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (სსიპ, აიპ), ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები. დღგ-სგან გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით, იმპორტიორს უფლება ეძლევა დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% - ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება 90 დღის განმავლობაში. სრულად გათავისუფლდება აქციზისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები.

2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის - ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.

5.03.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი