სიახლეები

ქუთაისში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

2018 წლის 2-3 მაისს, ქუთაისში, „გვირილობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 30-მდე კომპანია მონაწილეობდა. ძირითადი სექტორები კვების მრეწველობა  და სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყო. მათ შორის: ღვინო, თაფლი, რძის პროდუქტები, ჩაი, ხორცპროდუქტები, საკმაზ–სანელებლები და სხვ. 

პალატის წევრი კომპანიების მიერ გამოფენილი პროდუქცია ღონისძიების ფარგლებში ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ცენტრალური მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

3.05.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი