სიახლეები

პალატამ პროფესიული განათლების თემაზე რეგიონებში დისკუსიები გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში შეხვედრებს მართავს. შესაბამისი ღონისძიებები ბათუმში, ოზურგეთში, გორში,  ქუთაისსა და ზუგდიდში  გაიმართა, რომლებსაც  ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები პროფესიული განათლების  რეფორმისა და   სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ.   ღონისძიებების მიზანი პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ რეგიონულ ბიზნესში ცნობიერების ამაღლებაა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის პალატა ჰქმნის  საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.  

შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. 

5.05.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი