სიახლეები

პალატამ რუსთავში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რეგიონებში შეხვედრებს მართავს. შესაბამისი ღონისძიება დღეს რუსთავში გაიმართა, რომელსაც  ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების  ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები პროფესიული განათლების  რეფორმისა და   სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარების საკითხში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობის შესახებ.  

საინფორმაციო შეხვედრების  მიზანი პროფესიული განათლების რეფორმისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ რეგიონულ ბიზნესში ცნობიერების ამაღლებაა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის ეფექტიანად კოორდინირებისთვის და დუალური განათლების პოპულარიზაციისთვის პალატა ჰქმნის  საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას.  

რეგიონულ შეხვედრებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 

10.05.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი